- კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა
- თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა 5 უპასუხო გოლი გაუშვა
- ეთნიკოსის წინააღმდეგ 5-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა: თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ეთნიკოსს ესტუმრა და 0:5 დამარცხდა. ანორთოსისი ჩემპიონატის ლიდერია, ეთნიკოსი კი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს და ერთ-ერთი აუტსაიდერია.
ანორთოსისის ძირითად შემადგენლობაში ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა: გიორგი ლორიამ, ჯანო ანანიძემ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა. მატჩის 61-ე წუთზე ანანიძე ნიკა კაჭარავამ შეცვალა.
ანორთოსისს 43 ქულა აქვს და ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლიდერობას სატურნირო ცხრილში. მეორე ადგილზე 42 ქულით ნიქოზიის ომონიაა. 38 ქულით მესამე ადგილს აპოელ-ი იკავებს.
კომენტარები