Thumbnail

დიუსელდორფის გრანდ სლემი | ღვინიაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

  • ბექა ღვინიაშვილმა მედალი აზერბაიჯანელ მეტოქეს აართვა
  • მოგვიანებით, ფინალში გურამ თუშიშვილს ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ღვინიაშვილი რეპეშაჟის გადამწვეტ რაუნდში აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევს დაუპირისპირდა და “გოლდენ სქორში” მეტოქე ვაზარიზე დააგდო.

ბექა ღვინიაშვილმა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ვაზარით მოუგო

ბექა ღვინიაშვილმა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ვაზარით მოუგო

Posted by Silk Sport on კვირა, 23 თებერვალი, 2020

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ბექამ გზიდან ყირგიზი ერლან შეროვი და შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან, რომელმაც მანამდე ლაშა ბექაურიც დააიპონა, მტკივნეული ილეთით წააგო.

ამგვარად, ბექა სანუგეშო რაუნდში გადაერთო, სადაც მეჰდიევთან შერკინებამდე, ჩეხ დავიდ კლამერტს ვაზარით აჯობა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს გერმანულ გრანდ სლემზე 3 მედალი მოუგროვდა. გუშინ ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) გახდა, ვერცხლს კი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) დაეუფლა.

მოგვიანებით, გრანდ სლემის ფინალში ოქროს მედლისთვის გურამ თუშიშვილი (100 კგ.) იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები