Thumbnail

პირველად ისტორიაში, საბურთალო საქართველოს სუპერთასის მფლობელია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო თბილისი 0:1 საბურთალო თბილისი | გოლი: 0:1 კოხრეიძე (14)
  • საბურთალომ ისტორიაში პირველად მოიგო საქართველოს სუპერთასი

საქართველოში საფეხბურთო სეზონი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩით გაიხსნა. ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საბურთალო წარსდგნენ. თბილისურ დერბიში საბურთალომ მოიგო და პირველად ისტორიაში დაეუფლა საქართველოს სუპერთასს. ერთადერთი და გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

გიორგი კოხრეიძემ პენალტი გაიტანა
📸 | საბურთალო

მატჩის დაწყებიდან 10 წუთზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც დინამოს საჯარიმოში გიორგი გაბედავას წინააღმდეგ ლუკა ლოჩოშვილმა დაარღვია თამაშის წესი. ბურთთან საბურთალოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კოხრეიძე მივიდა და გახსნა ანგარიში, 0:1. როინ კვასხვაძე უშანსოდ იყო.

0:1 კოხრეიძე (14-პენ.)

პირველ ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, უფრო სახიფათოდ კი მაინც საბურთალო უტევდა. მეორე ნახევარი შედარებით ნელ ტემპში წარიმართა და მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა. მთლიანობაში, საბურთალომ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველად ისტორიაში, საბურთალო საქართველოს სუპერთასის მფლობელია.

დინამო თბ. 0:1 საბურთალო

გოლი: 0:1 კოხრეიძე (14-პენ.).

დინამო თბ. (4-5-1): კვასხვაძე - ტრუბოჩკინი (46. იაშვილი), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური - პაპავა, ბუღრიძე (66. ახვლედიანი), ქარდავა, ნინუა (74. კუცია), კუხიანიძე - ორშულა.

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი - ტერა, ალთუნაშვილი (82. ცნობილაძე) - ლუმუ, გოშთელიანი (70. ყენია), კოხრეიძე (90. ჭიჭინაძე) - გაბედავა.

ემოციები გასახდელში
📷 | საბურთალო

 

კომენტარები

ბოლო ამბები