Thumbnail

‘ეს ყველა მამას უნდა ახსოვდეს’ – ფაჩულიას ემოციური პოსტი შვილებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზაზა ფაჩულიას ვაჟები ასევე საკალათბურთო გზას დაადგნენ
  • ქართველ ცენტრს NBA-ს 2 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში შვილების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მის გზას დაადგნენ და იქნებ, მომავალში მამასავით ცნობილი კალათბურთელები გახდნენ.

“ყოველ მამას უნდა ახსოვდეს, რომ ერთ დღესაც შვილი მის მაგალითს გაითვალისწინებს და არა – რჩევას. ვამაყობ ამ ბიჭებით და ისინი ძალიან მიყვარს” - წერს ზაზა პოსტში.

ფაჩულიას ვაჟებს დავითსა და საბას აშშ-ში დიდი კალათბურთის სათამაშოდ ყველა პირობა აქვთ შექმნილი, მაგალითისთვის შორს წასვლა კი მართლაც არ სჭირდებათ – ზაზას ხომ გოლდენ სტეიტის მაისურით 2 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები