Thumbnail

დუეინ უეიდის დღე მაიამიში და ლებრონ ჯეიმსის ვიდეო-მიმართვა

  • American Airlines Arena-ზე დუეინ უეიდის მაისურა საზეიმოდ ჩამოკიდეს
  • მაიამიმ მე-3 ნომერი ხმარებიდან ამოიღო
  • ლებრონ ჯეიმსმა მისთვის ვიდეო-მიმართვა ჩაწერა

მაიამი ჰიტმა ლეგენდარული დუეინ უეიდი კიდევ ერთხელ დააფასა - ყოფილი ვარსკვლავის პატივსაცემად ზეიმი პარასკევს დაიწყო და კვირას გამთენიისას, უეიდის მაისურის American Airlines Arena-ზე ჩამოკიდებით დასრულდა.

მთავარი ცერემონია მაიამისა და კლივლენდის მატჩის (124:105 ჰიტის სასარგებლოდ) შესვენებაზე გაიმართა - 3-ნომრიანი მაისურა კლუბმა ხმარებიდან ამოიღო.

Dwyane Wade has jersey retired in Miami

Dwyane Wade's No. 3 jersey will forever live in the Miami Heat's arena. ⚡

Posted by ESPN on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

დუეინ უეიდმა თავისი ბრწყინვალე 16-წლიანი კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ მაიამი ჰიტში გაატარა და გუნდთან ერთად სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

წაიკითხე მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის კარიერა

უეიდის ყოფილმა თანაგუნდელმა და მეგობარმა, ლებრონ ჯეიმსმა მისთვის სპეციალური ვიდეო-მიმართვა ჩაწერა და მას ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა. “ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, როცა დრაფტის წინა ვარჯიშზე ვისხედით. როცა მაიამიმ დრაფტზე აგირჩია, შენი მაისურის საზეიმო აწევაც სწორედ მაშინ დაიწყო. ეს გარდაუვალი იყო,” - ამბობს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ვიდეოში და იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დუეინ უეიდის ძეგლი American Airlines Arena-ს წინ.

📺 ვიდეო: ლებრონ ჯეიმსის მიმართვა დუეინ უეიდს

წაიკითხე დიდი სამეულის მაიამი - ბოროტების იმპერია, თუ HEATLES

 

კომენტარები

ბოლო ამბები