Thumbnail
  • იტალიის ჩრდილოეთში კორონავირუსი ვრცელდება
  • ბოლო ინფორმაციით, 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
  • გარდაცვლილია ორი ადამიანი
  • დღეს დაგეგმილი სერია A-ს 4 მატჩი გადაიდო

UPDATE: იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო ლომბარდიის რეგიონში ყველა სპორტული ღონისძიება გააუქმა - მათ შორის სერია A-ს ოთხი მატჩი: ინტერი-სამპდორია, ვერონა-კალიარი, ტორინო-პარმა და ატალანტა-სასუოლო. ასევე არ გაიმართება სერია B-ს მატჩი ასკოლისა და კრემონეზეს შორის.

ლომბარდიის მხარეში ქალაქები დაცარიელებულია

აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ შაბათს საღამოს მიიღო. კორონავირუსი განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთში გავრცელდა. ათიათასობით ადამიანს მოუწოდეს, რომ უმჯობესია, სახლში დარჩნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსი 100-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მათგანი გარდაიცვალა. ეს კორონავირუსის ფატალური შემთხვევების პირველი მაჩვენებელია ევროპაში. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ იტალიაშია დაფიქსირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები