Thumbnail
  • ლევანტე 1:0 რეალი
  • ზინედინ ზიდანის კომენტარი

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში ლიდერი შეიცვალა - ბარსელონამ, რომელმაც მესის პოკერის წყალობით ეიბარი გაანადგურა, მადრიდის რეალს გადაასწრო, რომელიც ვალენსიაში ლევანტესთან 0:1 დამარცხდა. 

79-ე წუთზე ლევანტეს კაპიტანმა ხოსე ლუის მორალესმა შესანიშნავი გოლი გაუტანა ტიბო კურტუას. რეალს 53 ქულა დარჩა, ხოლო ბარსელონას 55 ქულა აქვს. 1-ელ მარტს ეს "ელ კლასიკოა" რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. 

ედენ აზარმა, რომელიც ახლახან დაუბრუნდა გუნდს, კვლავ ტრავმა მიიღო და მისი თამაში მანჩესტერ სიტისთან და ბარსელონასთან საეჭვოა.

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ცუდი შეგრძნებაა. ბევრს ვუტევდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. არადა, კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ გოლის გატანა ფეხბურთში უმთავრესია. მეორე ტაიმში მეტოქემ ერთხელ შეუტია და გაიტანა. ბოლო ორ მატჩში 5 ქულა დავკარგეთ.

კლასიკო ახლოვდება, თამაში შინაა და ჩვენ გამარჯვება გვმართებს. ყველაფერს გავიღებთ, რომ ლიდერობა დავიბრუნოთ. მაგრამ ჯერ ოთხშაბათის მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე. ფეხბურთი მუდამ გაძლევს შემდეგ შანსს და მხოლოდ მასზე უნდა იფიქრო". 

კომენტარები

ბოლო ამბები