Thumbnail
  • რუმინეთი 24:7 ესპანეთი
  • რუსეთი 19:18 პორტუგალია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, "აია არენაზე", ბელგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს 72 ქულით მოუგო - 78:6.

რაგბი ევროპის მესამე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც შაბათს გაიმართა. რუმინეთმა ესპანეთს 24:7 სძლია და ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. რუმინელებმა პირველი ტაიმი 2 ჯარიმით მოიგეს, რის შემდეგაც მეტოქეს 2 ლელო დაუდეს და ესპანელებმა სეზონში მე-2 მატჩი წააგეს.

რუსეთის ნაკრები პორტუგალიელებს 19:7-ს ამარცხებდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში 11 ქულა აიღეს და სხვაობა მხოლოდ ერთ ქულამდე შეამცირეს. პორტუგალიას მატჩის ბოლოს მოგებაც შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გამოიყენეს. გარდა ამისა, რამდენიმე მწვავე შეტევე მასპინძლებმა მოიგერიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები