Thumbnail
  • იტალიის ნაკრებმა ამ მარცხით ნაბიჯი მორიგი ხის კოვზისკენ გადადგა
  • ფრანგები 6 ერში ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძვიან

იტალიამ 6 ერის მესამე ტურის მატჩში შოტლანდიას უმასპინძლა და 0:17 დამარცხდა. იტალიელებმა ქულის აღება ვერ შეძლეს. შოტლანდიამ კი მეტოქე 3-ჯერ დაალელოვა და მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა, რითიც ბრიტანელებმა 6 ერში პირველი გამარჯვება იზეიმეს.

შოტლანდიას 6 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. იტალია 0 ქულით ბოლო ადგილზეა და სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ხის კოვზს მიიღებს. შოტლანდიელთა მომდევნო მეტოქე საფრანგეთი იქნება, იტალია ირლანდიას უმასპინძლებს.

საფრანგეთმა 'პრინსიპალითი სტედიუმზე' უელსს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო და 27:23 მოუგო, რითიც 6 ერში გალიდერდა. ფრანგებმა ფრანგებმა მეტოქეს 3 ლელო დაუდეს, უელსელებმა კი მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. საფრანგეთი 13 ქულით 6 ერის ლიდერია, ხოლო უელსი 6 ქულით მე-3 ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონები მომდევნო ტურში ინგლისს ეთამაშებიან, ფრანგები შოტლანდიას ხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები