Thumbnail

ტატო გრიგალაშვილი: მსოფლიოს ორ და ოლიმპიურ ჩემპიონს მოვუგე, ეს დიდი მოტივაციაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე დღეს, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) 6 ორთბრძოლა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ ბრძოლაში რუსი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გრიგალაშვილმა დიუსელდორფის ტურნირი შეაფასა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა:

ტატო გრიგალაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ყველას დიდი მადლობა ქომაგობისთვის. დიუსელდორფის გრანდ სლემისთვის მოტივირებული და მომზადებული ვიყავი. საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი - მსოფლიოს ორ ჩემპიონსა და ოლიმპიურ ჩემპიონს მოვუგე, რომლებიც მოტივაციას მაძლევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები