- ლიონელ მესიმ ეიბარს პოკერი შეუსრულა
- ეიბარმა არგენტინელ ფეხბურთელს პოსტი მიუძღვნა
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში ჩემპიონმა ბარსელონამ 5:0 გაანადგურა ეიბარი. ამ შეხვედრაში პოკერი ლიონელ მესიმ შეასრულა. ლეო მესიმ მე-14 წუთიდან მე-40-მდე შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება, მე-4 გოლი კი მან 87-ე წუთზე გაიტანა.
ეიბარის ოფიციალური გვერდის მესის ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა და არგენტინელის ბენეფისი ასე შეაფასა: ჩვენ ვიტანჯებით შენგან, ჩვენ უნდა გაგიძლოთ და გაგიმკლავდეთ. და ჩვენ არ გვაქვს არჩევანი. უბრალოდ უნდა ავდგეთ და ტაში დაგიკრათ.
კომენტარები