Thumbnail

ხარაიშვილის პირველი გოლი - გიოტებორგმა ვასტერასს მოუგო

  • გიოტებორგი 2:0 ვასტერასი
  • ხარაიშვილის გოლი 2020 წლის პირველ მატჩში

გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა შვედეთის თასის მე-7 ჯგუფში პირველი მატჩი ჩაატარა და ვასტერასი 2:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა 2020 წელს პირველი გოლი გაიტანა.

გიორგიმ ანგარიში მატჩის მე-12 წუთზე გახსნა. გიოტებორგმა პირველი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა ჯგუფის ლიდერი სირიუსია, რომელმაც სოლენტუნა 8:1 დაამარცხა. ხარაიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს ჩაატარებს. მეორე ტურში გიოტებორგის მეტოქე სოლენტუნა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები