- სპალ 1:2 იუვენტუსი
- კრიშტიანო რონალდომ სეზონში 21-ე გოლი გაიტანა
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა სტუმრად სპალ-ს 2:1 მოუგო და 60 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
პირველ ტაიმში სტუმრები კრიშტიანო რონალდომ დააწინაურა, რომელიც კარიერაში მეათასე მატჩს თამაშობდა, მან კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე ითამაშა. ეს მისი 21-ე გოლია ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში.
მეორე ტაიმში აარონ რემზიმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა სპალ-მა შჩესნის კარში პენალტი გაიტანა და თამაშიც დაიძაბა. იუვენტუსმა სამი ქულის შენარჩუნება შეძლო.
საინტერესო ფაქტები რონალდოზე
⚽ კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა
⚽ აქამდე ეს მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტამ (1994/95) და ფაბიო კვალიარელამ (2018/19) შეძლეს.
⚽ კრიშტიანომ ბოლო 11 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
⚽ ასეთი სერია მას კარიერაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა - 2014 წელს ლა ლიგაში რეალის შემადგენლობაში.
⚽ კრიშტიანომ მე-1000 მატჩი ითამაშა კარიერაში: სპორტინგში - 33, მანჩესტერ იუნაიტედში - 292, რეალში - 438, იუვენტუსში 73, პორტუგალიის ნაკრებში - 164.
⚽ ის დაეჭია რუი კოშტას, რომელსაც 42 გოლი აქვს იტალიის ჩემპიონატში გატანილი და აქამდე სერია A-ში ყველაზე მეტი გოლის გამტანი პორტუგალიელი იყო.
კომენტარები