Thumbnail

ისტორიაში პირველად - საქართველოს სუპერთასზე ქალი იმსაჯებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 17:00 | ⚽  დინამო V საბურთალო | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • მსაჯების ვინაობა ცნობილია

23 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი დინამო თბილისი თასის მფლობელ საბურთალოს დაუპირისპირდება.

ცნობილი გახდა ამ მატჩის მომსახურე მსაჯთა ვინაობა. შეხვედრას არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი მოემსახურება. ისტორიაში პირველად ქალი მსაჯი მოემსახურება საქართველოს სუპერთასის მატჩს - კიკაჩეიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი ქეთევან გაიპარაშვილი იქნება. პირველი ასისტენტი კი გიორგი ელიკაშვილი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები