Thumbnail
  • ბარსელონა 5:0 ეიბარი
  • ლიონელ მესიმ ეიბარის კარში პოკერი შეასრულა

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში ჩემპიონმა ბარსელონამ 5:0 გაანადგურა ეიბარი. ამ შეხვედრაში პოკერი ლიონელ მესიმ შეასრულა, მასპინძელთა ბოლო გოლი კი არტურს ეკუთვნის. რეალის თამაშამდე ბარსელონა 55 ქულით ლა ლიგის ლიდერია.

ლეო მესიმ მე-14 წუთიდან მე-40-მდე შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება, მე-4 გოლი კი მან 87-ე წუთზე გაიტანა. ამ შეხვედრაში მარტინ ბრაიტვაიტის დებიუტი ბარსელონას რიგებში. მან 87-ე წუთზე საგოლე პასი ლეოს გაუკეთა.

📺 მესის სუპერგოლი ეიბარის კარში

მესი და ბრაიტვაიტი

მარტინ ბრაიტვაიტი (ბარსელონა): "საოცრებაში ვარ, ფანტასტიკური ფეხბურთელებით გარშემორტყმული. ეს თამაში ჩემთვის საოცარი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ. 

მესიმ მომილოცა კარგი დებიუტი, მან ძალიან გამიადვილა დღეს თამაში. საგოლე პასის მერე კი ჩამეხუტა, არ მინდა ამ მაისურის გარეცხვა. მართლაც საოცარი შეგრძნებაა, რომ ლეოს საგოლე პასი გავუკეთე". 

📺 მატჩის ჰაილაითები

საინტერესო ფაქტები მესიზე

⚽ ეიბარი ერთადერთი გუნდია, ვისაც ლეო მესიმ ორ მატჩში შეუსრულა პოკერი.

⚽ მხოლოდ 2011 წელს მალიორკასთან შეძლო ლეო მესიმ უფრო სწრაფი ჰეთ თრიკის შესრულება, მაშინ ამისთვის მას 30 წუთი ეყო, ახლა კი მესამე გოლი მე-40 წუთზე გაიტანა.

⚽ ლეო მესიმ ლა ლიგაში 398-წუთიანი უგოლო სერია დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები