Thumbnail

დიუსელდორფის გრანდ სლემზე, მეორე საჭიდაო დღეს, ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მხოლოდ ერთმა შეძლო ფინალურ ბლოკამდე მისვლა.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ფრიდონ გიგანი (73კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81კგ) ასპარეზობას ნაადრევად დაემშვიდობნენ და ფინალურ ბლოკში ვერ გავიდნენ.

ტატო გრიგალაშვილმა კი ფინალში გასვლა მოახერხა და მედალი გაინაღდა. მან უმძიმეს ბრძოლაში მოუგო 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ტაკანორი ნაგასეს. გრიგალაშვილმა ბოლო წამებზე ვაზარი აუღო მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რის შემდეგაც იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, გერმანელ ალექსანდრ ვიეჩერჩაკს, ფრანგ უმარ ჯალოსა და ყირგიზ ზოლოევს სძლია და ფინალში რუს ხასან ხალმურზაევს დაუპირისპირდა, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია.

ფინალში ტატომ მეტოქეს ვაზარით მოუგო და დიუსელდორფში ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები