Thumbnail

ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად - ჰაალანდი რეკორდს რეკორდზე ამყარებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვერდერი 0:2 დორტმუნდი
  • ერლინგ ჰაალანდმა 6 ტურში 9 გოლი გაიტანა

ბუნდესლიგის 23-ე ტურში დორტმუნდის ბორუსიამ სტუმრად 2:0 მოუგო ბრემენის ვერდერს. დორტმუნდი 45 ქულით მეორე ადგილზეა, სანამ ლაიპციგი ითამაშებს.

სტუმრებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, ჯერ სანჩოს პასით დან-აქსელ ზაგადუმ გაიტანა, შემდეგ კი თავი ერლინგ ჰაალანდმა გამოიჩინა. 

19 წლის ნორვეგიელი შთამბეჭდავ პერიოდს ატარებს გერმანულ კლუბში, რომელსაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა ზალცბურგიდან - ბუნდესლიგის 6 მატჩში მან მეცხრე (!) გოლი გაიტანა. 

საინტერესო ფაქტები ჰაალანდზე

⚽ ერლინგ ჰაალანდი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგის პირველ 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა. 

⚽ მას უკვე 12 გოლი აქვს დორტმუნდის მაისურით გატანილი 8 მატჩში. მხოლოდ ლევერკუზენთან თამაშში ვერ მოახერხა გატანა.

⚽ ნორვეგიელმა უკვე 40 გოლი გაიტანა 2019/20 წლების სეზონში.

კომენტარები

ბოლო ამბები