Thumbnail

'საფრანგეთის პოლიციას სჯეროდა' - მიშელ პლატინი პუტინის ნაჩუქარ პიკასოს ნახატზე

  • უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა
  • ფრანგი უარყოფს, რომ 2019 წლის მუნდიალის მასპინძლის არჩევნებში რუსეთს დაეხმარა

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გავრცელებულ ხმებზე ისაუბრა, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას პაბლო პიკასოს ნახატი აჩუქა იმისთვის, რათა ფრანგ ფუნქციონერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლის არჩევნებში მხარი რუსეთისთვის დაეჭირა.

"საფრანგეთის პოლიციას სჯეროდა, რომ სახლში პიკასოს ნახატი მქონდა. ბრიტანული ტაბლოიდები საიდუმლო სამსახურებზე დაყრდნობით წერდნენ, თითქოს მე ის საჩუქრად პუტინისგან მივიღე. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ჭორი იყო", - ამბობს პლატინი.

რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა

2015 წელს, ფიფას ეთიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ კორუფციაში ბრალდებული ფიფას და უეფას პრეზიდენტები, შესაბამისად, მიშელ პლატინი და იოზეფ ბლატერი, ფეხბურთში საქმიანობისგან 8 წლით ჩამოეშორებინა. ამის მიზეზი გამოძიების შედეგები გახდა, რომლის თანახმად, ბლატერმა მსხვილი თანხა - დაახლოებით 2 მილიონი ევრო პლატინის სახელზე გადარიცხა. 2016 წელს პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ფრანგს სასჯელის ვადა 2019 წლის ოქტომბერში გაუვდა. 

ამჟამად 64 წლის მიშელ პლატინი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაების საერთაშორისო ფედერაციაში მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობს (FIFPro).

კომენტარები

ბოლო ამბები