Thumbnail
  • საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბელარუსში 9 მედალი მოიპოვა
  • ქართველმა სამბისტებმა 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიგეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა - ქართველმა სამბისტებმა 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) და ნინო ოძელაშვილი (80კგ) დაეუფლნენ. კუპატაძემ ყაზახ აიდინბაის 6:2 სძლია და ჩემპიონობა იზეიმა.

მძიმე წონით კატეგორიაში ბექა ბერძენიშვილმა რუმინელ ილიე ნათეასთან უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ნინო ოძელაშვილმა (80კგ) ფინალში უკრაინელ გალინა კოვალსკას 6:3 სძლია და პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლებს გივი ნადარეიშვილი (57კგ), მინდია ლილუაშვილი (74კგ), ლევან ნახუცრიშვილი (82კგ), პაატა ღვინიაშვილი (90კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ელენე ქებაძე (+80კგ) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები