Thumbnail
  • ჰანოვერი 18:14 დინამო თბილისი
  • ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ისევ მოგების გარეშეა

წყალბურთის კლუბმა დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მე-9 მარცხი განიცადა. ქართული კლუბი ამჯერად გერმანულ ჰანოვერს სტუმრობდა და მართალია, მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, საბოლოოდ, 14:18 (4:2, 3:5, 3:6, 4:5) წააგო.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა კარგად დაიწყეს, პირველი პერიოდი 4:2 მოიგეს და მალევე სამბურთიანი სხვაობით (6:3) დაწინაურდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა, რომელთაც მსაჯების სიმპათიებიც არ აკლდათ, თამაშის სათავისოდ შეტრიალება მოახერხეს.

რევაზ ჩომახიძე

დინამოს რიგებში საუკეთესო ბორის ვაპენსკი იყო 4 გოლით, მარკო ელაჩამ თავი 3 ბურთით გამოიჩინა, ხვიჩა ჯახაიამ - ორით, სანდრო ადეიშვილმა, ზურაბ რურუამ, ნიკა შუშიაშვილმა, რევაზ იმნაიშვილმა და დამირ ცრეპულიამ კი თითოჯერ გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები უკვე მარტში შედგება. დინამოელები, რომლებიც B ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან, 3 მარტს, შინ, მარსელს დაუხვდებიან. ფრანგულ კლუბს 3 გამარჯვებით მე-6 პოზიცია უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები