Thumbnail

მარგველაშვილმა ფინალი წააგო, მაგრამ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველ დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • ვაჟა მარგველაშვილი ფინალურ ბრძოლაში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დღეს დაწყებულ გრანდ სლემზე ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, რომელთაგან სამმა ფინალურ ბლოკში გააღწია და მედალი მხოლოდ ერთმა მოიგო.

📋 მეტი ამ თემაზე

ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) საწყის ორთაბრძოლაში ალჟირელი ვაილ ეზინზე ვაზარიზე ზუსტად ბოლო წამზე დასცა, ჩეხ პაველ პეტრიკოვს, ყაზახ იერლან სერიკჟანოვსა და აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს კი საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა.

ვაჟა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე ვაზარიზე 2-ჯერ დაანარცხა. ფინალში მარგველაშვილის მეტოქე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, იაპონელი ჰიფუმი აბე გახლდათ, რომელმაც ქართველს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ვაჟა იპონზეც დაეცა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ვაჟა მარგველაშვილის მარცხი ფინალში ჰიფუმი აბესთან

ვაჟა მარგველაშვილის მარცხი ფინალში ჰიფუმი აბესთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები