Thumbnail
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 20:00 | 🏀 სერბეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ეროვნულ გუნდს ბელგრადში ურთულესი მატჩი ელის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთში ჩავიდა, სადაც 23 თებერვალს ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 მატჩში მასპინძლებს დაუპირისპირდება.

ილიას ზუროსი და ჟელკო ობრადოვიჩი
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ილიას ზუროსის გუნდი თბილისიდან დღეს გამთენიისას გაემგზავრა და სტამბოლის გავლით ბელგრადში დილის 9 საათზე ჩაფრინდა.

ქართველი კალათბურთელები სასტუმრო Crowne Plaza-ში დაბინავდნენ, სადაც მათ სერბეთის ნაკრები და დღეს ბელგრადში გასამართი ევროლიგის მატჩის მონაწილე მოსკოვის ცსკა-ც დახვდათ.

აღსანიშნავია, რომ ზუროსმა უკვე არაერთი სახელიანი ნაცნობი ნახა. ცსკა-ს ბერძენი მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი და მოთამაშე კოსტას კუფოსი ჩვენს მწვრთნელს სასტუმროში შეხვდნენ და მეგობრულად მოიკითხეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გულთბილი შეხვედრა ჰქონდა ლეგენდარულ სერბი მწვრთნელ ჟელკო ობრადოვიჩთანაც, რომელმაც ბელგრადამდე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა და რეისის მომლოდინემ ზუროსთან ხანგრძლივად ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი ვარჯიში ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში (თამაში სწორედ აქაა დაგეგმილი) თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამასთან, ნამგზავრ კალათბურთელებს მხოლოდ მსუბუქი დატვირთვა და ენერგიის აღმდგენი ვარჯიშები ელით.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან 12-კაციან განაცხადში მყოფი ბექა ბექაური ილია ლონდარიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ბელგრადშია და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება.

ეროვნულ გუნდს ილია ლონდარიძე (მარცხნივ) დაემატა
📷 |  საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას ოვერტაიმში 96:88 სძლიეს, სერბებმა კი ფინეთში 80:58 მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები