Thumbnail

ადამ ლალანა ლესტერში? როჯერსი ინგლისელით დაინტერესდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლალანათი ლესტერი დაინტერესდა
  • ინგლისელს წითლებთან კონტრაქტი მაისში ეწურება...

ლივეპრულის შემტევი ნახევარმცველი ადამ ლალანა როგორც ჩანს გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. საუთჰემპტონის ყოფილ მოთამაშეს, წითლებთან კონტრაქტი მაისში უმათავრდება, მსურველი კი მისი ყოფილი მწვრთნელის - ბრენდან როჯერსის ლესტერია.

ადამ ლალანა ლივეპრულში უკვე ექვსი წელია თამაშობს, გუნდის შეუცვლელი წევრი ვერ გახდა - ხან სათამაშო ფორმამ, ხან კი ტრავმიანობამ შეუშალა ამაში ხელი. როგორც გარდიანი წერს, ლესტერთან ერთად ლალანას დამატება მის ყოფილ კლუბს - საუთჰემპტონსაც სურს.

ასევე, გარდიანის ინფორმაციით საუთჰემპტონი რბ ლაიპციგთან და ლივერპულთან ერთად, ბრემენის ვერდერის კარგი რეპუტაციის მქონე ნახევარმცველის - მილოტ რაშიცასთვის ბრძოლაში ჩაერთო და ზაფხულში კოსოვოელის დამატებას ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები