Thumbnail

მშვენიერი ხედი მედიის ტრიბუნიდან - სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
  • უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და სავარაუდოდ, არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გარე, დეკორატიული განათების მონტაჟი. მედია ლოჟა და პრესისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კოსმეტიკური და კაპიტალური სამუშაოები მალე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მედია სივრცეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ, უეფას რეგულაციებთან. მედიასივრცე, როგორც სტადიონის ყველა ინფრასტრუქტურა, ადაპტირებულია და შშმ პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ აღნიშნული სივრცით სარგებლობა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები