Thumbnail
  • ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც სუპერ რაგბიში ითამაშა.
  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრეგვაძეს სანვულვზში თანამემამულე შეუერთდება.
  • ნიკოლოზ ხატიაშვილს სუპერ რაგბიში თამაშის შანსი აქვს.

სუპერ რაგბის მორიგი გათამაშება 17 თებერვალს დაიწყო. 24 თებერვალს იაპონურმა სანვულვზმა ავსტრალიურ ბრამბისს უმასპინძლა და 32:25 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართული რაგბისთვის ისტორიული გამოდგა. იაპონური კლუბის რიგებში ჯაბა ბრეგვაძემ ითამაშა.

ბრეგვაძე პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც სუპერ რაგბის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


► ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი სუპერ რაგბიში - ჯაბა შოტა ჰორის ნაცვლად შევიდა


შესაძლოა, ჯაბა ბრეგვაძეს იაპონურ კლუბში თანამემამულე, ნიკოლოზ ხატიაშვილი შეუერთდეს. ხატიაშვილი PRO D2-ში თამაშობს. ნიკოლოზი ორიაკის ღირსებას მერაბ შარიქაძესთან და გიორგი ცუცქირიძესთან ერთად იცავს. იაპონელი ჟურნალისტი აკიმოტო ჰინატო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ხატიაშვილი სანვულვზს მომდევნო სეზონში შეუერთდება.

კომენტარები

ბოლო ამბები