Thumbnail
  • ალეკსანდრ მარტინოვიჩი კრასნოდარის რიგებში თამაშისას დაშავდა
  • ბელარუსის ნაკრების ლიდერს, შესაძლოა, 5 კვირა უქმობა მოუწიოს

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ალეკსანდრ მარტინოვიჩი, რომელიც ამჟამად დაშავებულია, იმედს გამოთქვამს, რომ გამოჯანმრთელებას მალე მოახერხებს და საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ბელარუსი ერთმანეთს 26 მარტს, თბილისურ “დინამო არენაზე” ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული ფინალში გავა, იქიდან კი მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯიღაა.

მარტინოვიჩმა ტრავმა მიოლდესთან მატჩში მიიღო და კაპიტნის სამკლავური სხვას გადასცა

32 წლის მარტინოვიჩმა, რომელიც ნაკრებთან ერთად კრასნოდარის დაცვის ბურჯი და კაპიტანიცაა, ტრავმა სწორედ რუსულ კლუბში მიიღო. ესპანურ შეკრებაზე მყოფი კრასნოდარელები გასულ კვირას ნორვეგიულ მიოლდეს ეთამაშებოდნენ, როდესაც ალეკსანდრს მინდვრის დატოვება მოუხდა. ახლანდელი სიტუაციის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

📋 მეტი თემაზე: საქართველო V ბელარუსი:

“მატჩის მომდევნო დღეს მარბელას ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა ჩამიტარეს და ბარძაყის კუნთის დაზიანება დამიდგინეს. დღეისთვის, რაიმე პროგნოზის გაკეთება მიჭირს. უქმობის მაქსიმალური პერიოდი 5 კვირაა, თუმცა, შესაძლოა, ორ-სამ კვირაშიც მოვშუშდე.

ერთი რაც ცხადია - 23 თებერვლამდე კრასნოდართან ერთად ესპანეთში ვრჩები და სამკურნალო კურსსა და ფიზიოპროცედურებს გავდივარ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ისევ გამსინჯავენ და სიტუაციას ნათელი მოეფინება. ექიმები დინამიკას შეხედავენ და ალბათ, კონკრეტულ ვადებსაც მეტყვიან.

საქართველოსთან თამაში მინდა და იმედი მაქვს, ამას მოვახერხებ, თუმცა, მანამდე, რუსეთის ჩემპიონატში 1 შეხვედრის ჩატარება მაინც უნდა მოვასწრო. სხვა შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების დახმარება გამიჭირდება”.

ცნობისთვის, მარტინოვიჩი კრასნოდარის მაისურით 2010 წლის შემდეგ თამაშობს და 172 მატჩი (5 გოლი) აქვს ჩატარებული, ბელარუსის ნაკრებში კი ზურგს 71-თამაშიანი (2 გოლი) გამოცდილება უმაგრებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები