Thumbnail
  • ესპანური კლუბი ქართველ ცენტრის შენარჩუნებას ცდილობს
  • გიორგი შერმადინი კანარული გუნდის აშკარა ლიდერია

ესპანური იბეროსტარ ტენერიფეს ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში კლუბის ასპარეზობით კმაყოფილია და ცდილობს, ძირითადი ბირთვი სამომავლოდაც შეინარჩუნოს.

როგორც ირკვევა, ტენერიფელებს უმთავრეს მიზნად გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩუს ვიდორეტასა და უპირობო ლიდერის გიორგი შერმადინის შენარჩუნება აქვთ დასახული და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს პერიოდში გადაიდგმება.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ როგორც ესპანელ სპეციალისტს, ასევე ქართველ ცენტრს კონტრაქტების გაგრძელებას 2023 წლის ზაფხულამდე შესთავაზენენ, ეს კი, ნიშნავს, რომ შერმადინი კანარელთა რიგებში კიდევ სამ სეზონს გაატარებს.

ტენერიფელთა გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არაა იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის ქართველი ლეგიონერი სამ მთავარ სტატისტიკურ კომპონენტში გუნდის ლიდერია. გიოს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 18.3 ქულა, 7.2 მოხსნა, 24.3 სარგებლიანობის კოეფიციენტი.

შერმადინის დიდი დამსახურებაა, რომ იბეროსტარ ტენერიფემ მიმდინარე სეზონში უკვე მოიგო საკონტინენტთაშიროსო თასი, მე-4 ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და საპლეიოფო მატჩები ელის ჩემპიონთა ლიგაში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გიორგი საქართველოს ნაკრების რიგებში იმყოფება და ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში შვეიცარიასთან 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, კვირას კი, ბელგრადში სერბებთან ჭიდილი მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები