Thumbnail

იანგის ისტორიული 50 ქულა - ტრეიმ შაკილ ო’ნილის რეკორდი მოხსნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტრეი იანგი მაიამისთან მატჩში შეუჩერებელი იყო
  • ატლანტას ვარსკვლავმა შაკილ ო’ნილის რეკორდი მოხსნა

როგორც ჩანს, მას ‘ოლ სტარზე’ პირველად მონაწილეობამ “ფრთები შეასხა”!

მაიამი ჰიტთან მოულოდნელად მოგებულ მატჩში (129:124), ატლანტა ჰოუკსის ვარსკვლავმა ტრეი იანგრმა ფანტასტიკურად ითამაშა. ტრეიმ 50 ქულა ჩააგდო, რაც მისი პირადი რეკორდია.

იანგი, რომელმაც 15 მცდელობიდან 8 სამქულიანი ჩააგდო, ESPN-ის ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის, დევინ ბუკერისა და ბრენდონ ჯენინგსის შემდეგ მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ერთ თამაშში 50 ქულის დაგროვება შეძლო. ამასთან, 2001 წლის შემდეგ იანგი ატლანტას პირველი კალათბურთელია, რომელმაც ეს შეძლო.

კითხვაზე, მისცა თუ არა მას ‘ოლ სტარზე’ მონაწილეობამ დამატებითი მოტივაცია, იანგმა მატჩის შემდეგ ასე უპასუხა: “თავდაჯერებული ყოველთვის ვიყავი. ასევე მონდომებული და მოტივირებულიც.”

მაიამის ცენტრმა ბემ ადებაიომ, რომელსაც ასევე კარგი დღე ჰქონდა (28 ქულა, 19 მოხსნა), თამაშის შემდეგ იანგზე თქვა: “ის ბურთებს 15 მეტრიდან აგდებდა. იძულებულები ვიყავით, ამას შევგუებოდით.”

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

ტრეი იანგს NBA-ს კარიერის პირველ ორ წელიწადში უკვე 11 მინიმუმ 40-ქულიანი თამაში აქვს, რითაც თვით შაკილ ო’ნილის რეკორდი დაამხო. ამ უკანასკნელს პირველ ორ სეზონში 10 ასეთი თამაში ჰქონდა.

📺 ვიდეო: ტრეი იანგის 50 ქულა მაიამისთან

კომენტარები

ბოლო ამბები