Thumbnail

'ინტერი ევროპალიგას ამისთვის იყენებს' - კონტემ ლუდოგორეცთან მოგება შეაფასა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერმა ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ლუდოგორეცი დაამარცხა
  • მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამ ტურნირში გუნდის მიზნებზე ისაუბრა
  • სპეციალისტის თქმით, კრისტიან ერიკსენს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, ევროპალიგის 1/16-ფინალში სტუმრად ლუდოგორეცთან მოპოვებული გამარჯვება (2:0) შეაფასა. ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში ჩატარებულ შეხვედრაში გოლები კრისტიან ერიკსენმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.

"პირველ ტაიმში თამაში დაბალ ტემპში წარიმართა. ვცდიობდით, ლუდოგორეცის თამაშის სტილისთვის ალღო აგვეღო. შესვენების შემდეგ კი ინტენსივობა შევცვალეთ, უფრო სწრაფად ვათამაშებდით ბურთს და ორი გოლი გავიტანეთ.

დღეს ერიკსენმა კარგად ითამაშა, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, ძირითადად, სისწრაფისა და ინტენსივობის კუთხით. მჯერა, რომ ის გაცილებით უკეთესად ითამაშებს. მიხარია, რომ გაიტანა. ეს მას თავდაჯერებას შემატებს. 

ევროპალიგაში ჩვენი გზა შემადგენლობის როტაციაზეა აგებული. ამ ტურნირს იმისთვის ვიყენებთ, რომ დრო მივცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იშვიათად გამოდიან. თუკი ხუთშაბათს და კვირას ერთი შემადგენლობით ვითამაშებთ, ეს შეჯიბრი ფიზიკურად და მენტალურად მოგვსპობს", - აცხადებს ანტონიო კონტე, რომლის გუნდიც წელს "სკუდეტოსთვის" იბრძვის.  

რომელუ ლუკაკუმ გოლი ტურნირის ზედიზედ მეექვსე მატჩში შეაგდო 

მილანის ინტერი ლუდოგორეცთან საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე 28 თებერვალს ჩაატარებს. 

იტალიის სერია A-ში გასული 24 ტურის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს 54 ქულა აქვს და ლიდერ იუვენტუსს 3 ქულით ჩამორჩება. მილანელები მომდევნო მატჩს 23 თებერვალს, შინ სამპდორიასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები