Thumbnail
  • რომა 1:0 გენტი
  • გიორგი ჩაკვეტაძემ 16 წუთი ითამაშა

ევროპალიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი "სტადიო ოლიმპიკოზე" რომას ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ამ წყვილში ყველაფერი 27 თებერვალს ბელგიაში გადაწყდება.

ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილან, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 74-ე წუთზე უკრაინელი ბეზუსის ნაცვლად გამოვიდა. გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

გიორგი ჩაკვეტაძე სტადიო ოლიმპიკოზე რომას წინააღმდეგ

გიორგი ჩაკვეტაძე სტადიო ოლიმპიკოზე რომას წინააღმდეგ ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ჩაკვეტაძე სულ ეფექტურად ცდილობდა თამაშს. სამწუხაროა, რომ გუნდის კაპიტანმა ორ ძალიან კარგ მომენტში გადაცემა არ გაუკეთა. იმედია, რომ მომდევნო შეხვედრაში ქართველს მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2020

20 წლის ჩაკვეტაძემ კარიერაში პირველად ითამაშა ევროთასების პლეი ოფში, თუმცა ეს მისი მე-6 მატჩი იყო ევროპალიგაზე (4 საკვალიფიკაციოში, 1 ჯგუფურ ეტაპზე). 

წაიკითხე | გიორგი ჩაკვეტაძის ფასი გაორმაგდა! ქართველი ტალანტი სერია A-შიც სურთ

შეგახსენებთ, რომა ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომელშიც ტრანსფერს ჩაკვეტაძეს ევროპულ მედიაში ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ. 

📺 1:0 კ. პერესი 13'

გამარჯვების გოლი კი ბარსელონადან რომაში გადასულა კარლეს პერესმა გაიტანა მე-13 წუთზე ედინ ჯეკოს პასით. სხვათა შორის, თამაშის შემდეგ, სწორედ ჯეკოს გაუცვალა ჩაკვეტაძემ მაისურა. 

გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა რომასთან (16 წუთში)

პასი - 8 (88.9% სიზუსტე)

დრიბლინგი - 4 (3 წარმატებული)

ორთაბრძოლა - 7 (5 მოგებული)

მასზე დაჯარიმდნენ - 1

whoscored.com - 6.6 შეფასება

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები