Thumbnail

მანჩესტერმა ბრიუგეს ვერ მოუგო, ხეტაფემ აიაქსი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი განახლდა
  • პლეი ოფის პირველი რვა მატჩიდან უგოლოდ არცერთი დასრულდა

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი განახლდა და პლეი ოფის პირველი 8 მატჩიდან რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ. ბრიუგემ 1/16-ფინალურ ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1დასრულდა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიგერიელმა ემანუელ დენისმა მცველებისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა - 1:0.

სტუმრებმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინეს. ბელგიელებმაც მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და ენტონი მარსიალმა ანგარიში გაათანაბრა, რითიც შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:1.
1/16-ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მადრიდში იმართებოდა, სადაც ხეტაფე აიაქსს მასპინძლობდა. ხოსე ბორდალასის გუნდი პირველი ტაიმის 37-ე წუთზე დეივერსონის გოლით დაწინაურდა.

მასპინძლებმა მე-2 გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და მატჩი 2-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს. გოლი ბრაზილიელი კენედის ანგარიშზეა - 2:0 ხეტაფეს სასარგებლოდ.

აინტრახტმა და სპორტინგმა მეტოქეები მარტივად დაამარცხეს. ფრანქფურტელებმა კამადას ჰეთ თრიკით ჰოლანდისა და მინამინოს გარეშე დარჩენილ ზალცბურგს იოლად სძლია (4:1). შორი კამადამ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ფილიპ კოსტიჩის ანგარიშზეა.

ბრუნო ფერნანდეშის გარეშე დარჩენილმა სპორტინგმა ბაშაქშეჰირს 3:1 მოუგო. ინტერმა კი კრისტიან ერიქსენის სადებიუტო გოლითა და ლუკაკუს პენალტით რაზგრადის ლუდოგორეცს სძლია 2:0 სძლია.

კლუჟი 1:1 სევილია

გოლი: 1:0 დამიან ჯოკოვიჩი (პენ-58), 1:1 ენ ნესირი (83)

ბრიუგე 1:1 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 1:0 დენისი (15), 1:1 მარსიალი (36)

აინტრახტი 4:1 ზალცბურგი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 კამადა (12, 43, 53), 4:0 კოსტიჩი (56), 4:1 ჰე ჩანი (პენ-84)

კოპენჰაგენი 1:1 სელტიკი

გოლები: 0:1 ედუარი (14), 1:1 ნ'დოი (52)

ხეტაფე 2:0 აიაქსი

გოლები: 1:0 დეივერსონი (37), 2:0 კენედი (93)

ლუდოგორეცი 0:2 ინტერი

გოლი: 0:1 ერიქსენი (71), 0:2 ლუკაკუ (90+4)

შახტარი 2:1 ბენფიკა

გოლი: 1:0 ალან პატრიკი (56), 1:1 პიცი (66), 2:1 კოვალენკო (72)

სპორტინგი 3:1 ბაშაქშეჰირი

გოლი: 1:0 კოატესი (3), 2:0 შპორარი (44), 3:0 ვიეტო (51), 3:1 ვისჩა (76)

კომენტარები

ბოლო ამბები