Thumbnail

შვეიცარიის მწვრთნელი: დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთან თანაბრად თამაში შეგვიძლია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევრობასკეტ 2021-ის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს, შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში დაამარცხა - 96:88.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანლუკა ბარილარიმ შემდეგი განაცხადა:

ჯანლუკა ბარილარი (შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი): "პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. ეს ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი თამაში იყო. შესაძლოა, ყოველთვის კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ. გულით ვითამაშეთ და ბრძოლაში დავბრუნდით.

ეს კი აშკარად მიუთითებს, რომ ამ დონეზე თამაშისთვის მზად ვართ. ადრე, რამდენიმე წლის წინათ, ამას ვერ შევძლებდით. ჩვენც შეგვიძლია საქართველოს ნაკრებთან ტოლ-სწორად თამაში. ახლა შინ დავბრუნდებით და 23-ში ფინეთის დამარცხებას შევეცდებით, სხვა გზა ჩვენ აღარ გვაქვს."

კომენტარები

ბოლო ამბები