Thumbnail

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდმა თბილისში შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა და ოვერტაიმში 96:88 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარები გააკეთეს…

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრები)
“ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. დეტალებს დიდი მნშვნელობა აქვს და სწორედ ეს დეტალები გაგვეპარა. გამოჩნდა, რომ შვეიცარიის ნაკრები არ არის სუსტი გუნდი. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“პირველი ტაიმის შემდეგ ცოტა მოვეშვით, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა. მოდუნება არცერთ გუნდთან არ შეიძლება. უნდა ვნახოთ თამაში, გავარჩიოთ და გამოვასწოროთ ხარვეზები. წინ სერბეთთან მატჩია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 4-ვე ტაიმი თანაბრად მაღალ დონეზე ჩავატაროთ”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები