Thumbnail
  • პრესტიჟული ტურნირი გერმანიაში 21-23 თებერვალს ჩატარდება
  • დიუსელდორფის ტატამიზე საქართველოს 13 წარმომადგენელს ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფის გრანდ სლემზე 13 სპორტსმენით წარსდგება. 21-23 თებერვალს გასამართ ტურნირზე ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი არ იასპარეზებს, თუმცა წლის პირველ ტურნირს გურამ თუშიშვილი იჭიდავებს.

დიუსელდორფში ტურნირის წილისყრა უკვე გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეებიც უკვე ცნობილია. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს SILK SPORT-ის არხებზე იხილავთ.

ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

- 60 კგ

ჯაბა პაპინაშვილი VS ჯოშუა კაცი (ავსტრალია) - შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

თემურ ნოზაძე VS მორიც პლაფკი (გერმანია) - ადონის დიასი (აშშ)

- 66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი VS ვაილ ეზინი (ალჟირი)

ბაგრატ ნინიაშვილი VS ტალ ფლიკერი (ისრაელი)

- 73 კგ

ფრიდონ გიგანი VS ფარეს ბადავი (IJF) - აჰმედ ელ მეზიატი (მაროკო)

ლაშა შავდათუაშვილი VS ტირელო ლეკოკო (ბოტსვანა)

- 81 კგ

ნუგზარ ტატალაშვილი VS ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

ტატო გრიგალაშვილი VS მორად ზემური (ყატარი) - ტაკანორი ნაგასე

- 90 კგ

ბექა ღვინიაშვილი - ერლან შეროვი VS ალი ჰაზემი

ლაშა ბექაური - ალექსეის ზარუდნევსი VS რემი ფეული

- 100 კგ

გიორგი ჩიქოვანი VS ჯოზეფ ირუნგუ (კენია)

+ 100 კგ

გურამ თუშიშვილი VS ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი)

ონისე ბუღაძე VS იონას შრაიბერი (გერმანია) - ბეკმუროდ ოლტიბოევი (უზბეკეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები