Thumbnail

დიდი შოუს წინ - უაილდერმა და ფიურიმ პრესკონფერენციაზე იჩხუბეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 06:00 | 🥊 დეონტეი უაილდერი V ტაისონ ფიური
  • ბოლო პრესკონფერენცია, ტრადიციულად, სკანდალური გამოვიდა

კვირას გამთენიისას დიდი კრივია: დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის ჩხუბს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. ბრძოლის წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე მოკრივეებმა ერთმანეთი, ტრადიციულად, მაგრად ლანძღეს. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ლას ვეგასის MGM Grand Garden Arena-ზე უაილდერმა ფიურის წინააღმდეგ  WBC-ტიტული უნდა დაიცვას. მოკრივეებმა ერთმანეთის ლანძღვა პრესკონფერენციის დასაწყისშივე, Face-off-ზე დაიწყეს, ფიურიმ კი სულაც Chumbawamba-ს Tubthumping-ის სიმღერა დაიწყო: “I geht knocked down, but I get up again, you ain't never gonna keep me down."

უაილდერმა პრესკონფერენციაზე ფიურის ამ უკანასკნელის დეპრესიებისა და თვითმკვლელობაზე ფიქრების გამო დასცინა: “არ დაივიწყო, რომ კოკაინზე იჯექი, როცა გიპოვე და თავის მოკვლაზე ფიქრობდი,” - უთხრა უაილდერმა. ამერიკელი გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ფიური ამტკიცებდა, გაზრდილი ინტერესი ჩემი დამსახურებააო.

უაილდერს მიაჩნია, რომ ბილეთები მის გამო იყიდება: “ხალხი ჩემს სანახავად მოდის!”

ფიურის პასუხი: “მე ის კაცი ვარ, ვინც ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა. შენი ყველაზე დიდი დღე ჩემი დამსახურებაა. შენ შენს ქვეყანაშიც კი არ გიცნობენ.”

ფიური და WBC ვერსიით მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი უაილდერი ერთმანეთს კვირას, თბილისის დროით 06:00-ზე დაუპირისპირდებიან. ისინი ერთმანეთს 2018 წლის 1 დეკემბერსაც შეხვდნენ (ლოს ანჯელესში). მაშინ მსაჯების გადაწყვეტილებით ჩხუბი ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები