Thumbnail
  • თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე რუსთავთან 1:2 დამარცხდა.
  • გამარჯვების გოლი ექს-დინამოელმა ბექა მიქელთაძემ პენალტით გაიტანა.

დინამო 1:2 რუსთავი

  • 0:1 გაბულოვი (67), 1:1 ზივზივაძე (84-პენ), 1:2 მიქელთაძე (86-პენ)

დინამო (4-2-3-1): ბულისკერია - რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე - ივანისენია (81. კუცია), ქარდავა - ივანიშვილი, კიტეიშვილი, შულაია - ზივზივაძე.

რუსთავი (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, ცხოვრებოვი, კობახიძე (83. ცარიკაევი), ენდელაძე - ფონიავა, გაბულოვი - ჩოგაძე (46. გორელიშვილი), მიქელთაძე, კვირკვია - ბარაბაძე (58. კლიმიაშვილი).

ეროვნული ლიგის პირველივე ტურში გამოჩნდა, რომ რუსთავს, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესო გუნდი ჰყავს. ვლადიმირ გაზაევის შეგირდებმა თბილისში დინამო 2:1 დაამარცხეს!

ბუდუ ზივზივაძე

ელიტაში აღზევებულმა რუსთავმა საკმაოდ სერიოზული შემადგენლობის შეკრება მოახერხა. გაზაევის გუნდის კარს ნუკრი რევიშვილი იცავს. ძირითად შემადგენლობაში წინა ხაზზე რევაზ ბარაბაძე და ბექა მიქელთაძე იყვნენ. შეცვლაზე ითამაშეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც მიხაილ გორელიშვილი და ირაკლი კლიმიაშვილი არიან. აღსანიშნავია, რომ რუსთავის შემადგენლობაშია ოთარ მარცვალაძეც...

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში რუსთაველები უფრო აქტიურობდნენ. 67-ე წუთზე ანგარიში გეორგი გაბულოვმა მათე კვირკვიას პასით გახსნა - დემეტრე ბულისკერიას კარში მან ბურთი თავით გადაგზავნა.

გაბულოვის გოლი დინამოს კარში

რუსთაველთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გატანილი გოლის შემდეგ უკან არ დაიხიეს, მაინც აქტიურად მიმართავდნენ პრესინგს და 78-ე წუთზე მიქელთაძეს სხვაობის ორამდე გაზრდა შეეძლო. 

84-ე წუთზე რუსთაველთა კარში პენალტი დაინიშნა - გეგეჭკორმა საჯარიმოში ზივზივაძე ხელით დაიჭირა. თერთმეტმეტრიანი თვითონ ზივზივაძემ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

ზივზივაძის პენალტი

ზუსტად 2 წუთში მსაჯმა უკვე დინამოს კარში დანიშნა პენალტი - წესები ამჯერად კვირკვიას წინააღმდეგ დაირღვა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მიქელთაძე მივიდა და ყოფილი გუნდის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა!

მიქელთაძის პენალტი

საბოლოოდ 1:2 და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთავმა ჩემპიონატი იდეალურად დაიწყო. გაზაევის გუნდი მეორე ტურში (10 მარტს) მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს, დინამო კი, 11 მარტს, თბილისის ლოკომოტივს შეხვდება.

ლოკომოტივი 1:2 სამტრედია

  • 0:1 ერისთავი (13), 1:1 შონია (50-პენ), 1:2 ოლაიტანი (69)

საბურთალო 3:1 სიონი

  • 0:1 სიხარულია (16), 1:1 თედორე გრიგალაშვილი (56), 2:1 ვოლკოვი (80), 3:1 ვოლკოვი (92)

კომენტარები

ბოლო ამბები