Thumbnail
  • გაბრიელ ჟეზუში სიტის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება
  • მაური იკარდის სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს

ტურინის იუვენტუსს 2020 წლის ზაფხულში შემტევი მოთამაშის დამატება სურს. იტალიური კლუბი ორ მოთამაშეს აკვირდება. მაურო იკარდი და გაბრიელ ჟეზუში  - ეს ის მოთამაშეები არიან, რომლის ტრანსფერის განხოციელებასაც ტურინული გუნდი აპირებს.

“ბებერი ქალბატონი" ამ ორიდან რომელიმეს დამატებას ეცდება, რადგან საეჭვოა, რომ ორი ასეთი მაღალი დონის ფორვარდი ერთდროულად იყიდონ. გაბრიელი პეპ გვარდიოლას ხელში უკეთესი მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სერხიო აგუეროს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და მას სამშობლოში არგენტინაში დაბრუნება სურს. გვარდიოლას კი უნდა, რომ ჟეზუშმა სერხიოსგან უფრო მეტის სწავლა მოასწროს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ხშირად არ თამაშობს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელი კლუბის შეცვლას აპირებს. შემტევის ინგლისური კლუბიდან წასვლაზე გასულ ზაფხულსაც იწერებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

იუვე გარდა გაბრიელ ჟეზუშის ტრასფერისა, განიხილავს იკარდის ვარიანტსაც. მაუროს სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი ამ დროისთვის ინტერის საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. მილანელებს მისი დაბრუნება არ სურთ, პარიზელები კი არ არიან დარწმუნებულები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ არგენტინელის გუნდში დატოვება მოუნდებათ. გამომდინარე აქედან 27 წლის ფეხბურთელის შეძენას ტურინული გრანდი შეეცდება.

გაბრიელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ითამაშა, სადაც 9 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ბრაზილიელი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

იკარდიმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 11 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები