Thumbnail

ყველაზე ცუდი სცენარით 8 კვირა... უნიკახაში გიორგი შერმადინის ტრავმა აფიქრებთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შერმადინს ხელმეორე ტესტირებას ოთხშაბათს ჩაუტარებენ.
  • შესაძლოა, ქართველმა ცენტრმა 8 კვირა ვერ ითამაშოს.

გიორგი შერმადინს ფეხი აწუხებს, რის გამოც მან ევროლიგაზე ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ მხოლოდ 9 წუთი ითამაშა, ხოლო ჩემპიონატის თამაში ესტუდიანტესთან სულაც გამოტოვა.

9 მარტს უნიკახა ცსკა-ს მოსკოვში სტუმრობს და დიდი ალბათობით, შერმადინი ვერც იმ მატჩში ითამაშებს, თუმცა უნიკახაში უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი. 7 მარტს გიორგი ტესტირებას ჩაიტარებს და გაირკვევა, ზუსტად რამდენ ხანს ვერ ითამაშებს იგი.

"ოთხშაბათს ვნახოთ, რა იქნება. მინდა, რომ არ იყოს ყველაზე ცუდი სცენარი, რომლის მიხედვითაც შერმადინს 8 კვირა გაუცდება. რთული ტრავმაა, ძალიან საშიში. ახლა სეზონში უმნიშვნელოვანესი ეტაპი გვაქვს და მისი გამოკლება არაფრით არ გვაწყობს", - განაცხადა ჟოან პლაზამ, უნიკახას თავკაცმა.

კომენტარები

ბოლო ამბები