Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილი პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია.
  • ქართველი ფეხბურთელის კომენტარი მატჩზე.

MLS-ის პირველ ტურში სან ხოსემ მინესოტამ 3:2 მოუგო, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა თავი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.  

► ვაკო ყაზაიშვილმა MLS გოლით დაიწყო, სან ხოსემ - მოგებით

ქართველ შემტევ ნახევარმცველს გარჯა AS-ის ამერიკულმა გამოცემამ დაუფასა და ყაზაიშვილი პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ვიტესის 25 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა კალიფორნიული კლუბის სამივე გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა", - წერს საიტი. 

მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი თავად ყაზაიშვლმაც გააკეთა: "მათ ბოლოსკენ ორი გოლი გაიტანეს, რითაც მეტოქეს შანსი მივეცით. არადა, ჯერ არაფერი იყო გადაწყვეტილი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მოვიგეთ და სამი ქულა ჩავიწერეთ".

AS USA-ს I ტურის სიმბოლური

კომენტარები

ბოლო ამბები