Thumbnail

გიორგი ქინქლაძე: მინდა, საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემია გავხსნა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ქინქლაძემ სპორტულ გადაცემა 'ტაიმაუტში' სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • მანჩესტერ სიტის აკადემია და საქართველოს ნაკრების მატჩები მარტში

საქართველოში შესაძლოა მანჩესტერ სიტის აკადემია გაიხსნას - ამის შესახებ გიორგი ქინქლაძემ პირველი არხის სპორტულ გადაცემა 'ტაიმაუტში' ისაუბრა.

“მანჩესტერ სიტის მფლობელებთან მოლაპარაკების პროცესში ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ  საქართველოში ამ კლუბის აკადემია გაიხსნას. მათ თავიანთი მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ: მინიმუმ 5 ჰექტარი მიწა, 8 მოედანი, მათ შორის ხელოვნურსაფარიანი, სასტუმრო, სადაც 150 ნომერი იქნება, აუზი, ტრენაჟორები და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიისთვის აუცილებელია”. - განაცხადა გიორგი ქინქლაძემ.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

ქინქლაძის თქმით, თუ აკადემია გაკეთდა, ქართველმა მწვრთნელებმა ინგლისში სტაჟირება უნდა გაიარონ, ფეხბურთელებმა კი - სიტის პროგრამით ივარჯიშონ. 

“ეს პროექტი 2-3 წლის პერსპექტივაში განიხილება და მანჩესტერ სიტი ამაში ფინანსურ მონაწილეობას მიიღებს. ეს თანხა მათთვის 2 ფეხბურთელის წლიური ხელფასის ოდენობა იქნება. საჭირო იქნება მთავრობის ჩართულობაც. ამხელა კლუბი რომ შემოდის საქართველოში, შემთხვევითი არაა. იციან, რომ აქ ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან და ამას ხელშეწყობა ჭირდება,” - დაამატა საქართველოს ნაკრების და მანჩესტერ სიტის ლეეგნდარულმა გამთამაშებელმა.

გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც 26 მარტს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფის მატჩი ელოდება ბელარუსთან:

“ვარ არა ოპტიმისტი, არამედ რეალისტი და ვამბობ რომ ამ თამაშს მოვიგებთ. ხშირად ამბობენ, რომ მოვლენებს არ გავუსწროთ, მაგრამ უნდა გავუსწროთ. ეს ისეთი თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ. ფეხბურთელებიც უფრო ძლიერი გვყავს, ნაკრებიც უკეთესი გვყავს და თბილისში ვთამაშობთ 50 000 გულშემატკივრის მხარდაჭერით. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა მოვიგოთ ეს თამაში. არა მარტო ბელარუსთან მატჩი, ფინალიც უნდა მოვიგოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს წარმატება წაადგება არა მარტო ქართულ ფეხბურთს, არამედ ზოგადად ქვეყანას. ამ ორ თამაშს შევადარებ 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალს”.

ტაიმაუტი

⚽ გიორგი ქინქლაძე სტუმრად ვლადიმერ გუცაევთან #ტაიმაუტი

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები