Thumbnail

დვალიშვილი დაჩაგრეს - UFC-ის განახლებული რეიტინგი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო
  • UFC-ის განახლებულ რეიტინგში მერაბი TOP 15 მებრძოლში არ ფიგურირებს

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში რიგით მე-5 ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე კანადელი კეისი კენი იყო, რომელიც წონის TOP 15-ში შემავალი მებრძოლი იყო. კეისი კენის, მერაბის მსგავსად, UFC-ში ბოლო 2 ბრძოლა მოგებული ჰქონდა.

ქართველმა მეტოქეს აჯობა და UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში დაანონსებული ამბავი არ მოხდა. ამ გამარჯვების შემდეგ, მერაბი თავისი წონის 15 საუკეთესო მებრძოლში უნდა შეეყვანათ, თუმცა განახლებულ რეიტინგში, დვალიშვილი ტოპ 15-მებრძოლში არ არის.

მერაბი ამბობდა, რომ კენისთან გამარჯვება ტოპ 15-ში ადგილის დაიმკვიდრებაში დაეხმარებოდა, რის შემდეგაც უკვე თავისუფლად შეძლებდა ყოფილ ჩემპიონებთან, ან მეორე-მესამე ნომრებთან, დიდი სახელის და რეიტინგის მქონე მებრძოლებთან შეხვედრების ჩატარებას

მერაბი ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: კეისი კენი TOP 15-დან ამოვაგდე, მაგრამ რეიტინგში ის სხვებით ჩაანაცვლეთ. მზად ვარ კიდევ ერთი ბრძოლისთვის. UFC, ვისთან ბრძოლა მომიწევს?!.

I pushed @Casey Kenney out of his top 15 rank ... but you didn’t replace me with him. I am ready for the next one .. UFC who ya got for me?? 👊🏻 🦾 #themachine

Posted by Merab "The Machine" Dvalishvili UFC on ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები