Thumbnail
  • 📅 21 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ რომა V გენტი | 📺 SILK UNIVERSAL HD
  • გენტი 'სტადიო ოლიმპიკოზე' ემზადება, ქართველები განაცხადში არიან

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ევროპალიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში რომას ეთამაშება. გენტი უკვე იტალიის დედაქალაქშია და გუნდმა "სტადიო ოლიმპიკოზეც" ივარჯიშა.

ქვილითაიადა ჩაკვეტაძე გენტის ვარჯიშზე

იეს ტორუპმა უკვე გამოაქვეყნა 21-კაციანი სია, ქვილითაიაც და ჩაკვეტაძეც ამ სიაშია. შემადგენლობას უბრუნდება დეპუატრი. ასე რომ, ქვილითაიას შანსი, მოხვდეს სასტარტო შემადგენლობაში დაკლებულია. 

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გენტის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ნახევარმცველი ოჯიჯა იახლა. 

იეს ტორუპი (გენტის მწვრთნელი): "10 თვის წინათ, ჩვენ თასის ფინალი წავაგეთ და ბევრს ჰქონდა შეგრძნება, რომ გუნდი არასწორ გზას ედგა. მას მერე გენტმა საკუთარი ძალების ირწმუნა და ახლა ევროპალიგის პლეი ოფშია. ხანდახან, იმედგაცრუებისგან უფრო მეტს სწავლობ და უფრო ძლიერდები. 

რომას ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. გუნდი ევროპის ტოპ 20-ეულშია ხარჯების მიხედვით.  თანხების მიხედვით, ჩვენ შანსი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ასე არ არის. თანაც, საპასუხო მატჩს შინ ვთამაშობთ". 

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

კომენტარები

ბოლო ამბები