Thumbnail
  • რუბინი 2:3 ქაირათი
  • სპარტაკსს, სლავიასა და ქაირათს გაუტანა, შემდეგი მეტოქე შერიფია

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინმა თურქეთში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ქაირათთან 2:3 წააგო. ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.

მან ქაირატის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და ანგარიში 1:3 გახადა, თუმცა რუბინმა მატჩის შემოტრიალება ვერ შეძლო და დამარცხდა.

დავითაშვილმა ბელეკში გამართულ შეკრებაზე იურმალას სპარტაკსს, ბელარუსულ სლავიასა და ყაზახურ ქაირატს გაუტანა. ყაზანელები ბელეკში კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ: 22 თებერვალს მოლდოვურ შერიფთან.

კომენტარები

ბოლო ამბები