Thumbnail
  • ოლივიე ჟირუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩელსის დატოვებასთან ახლოს იყო
  • ფრანგის დამატებას ინტერი ცდილობდა ახლა კი იგი რომის ლაციოს სურს

ოლივიე ჟირუ ამ სეზონში ცოტას თამაშობს. ლონდონის ჩელსი მის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებდა, თუმცა ფრანგი ინგლისში დარჩა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელით სერია A-ს ერთ-ერთი წამყვანი გუნდი, მილანის ინტერი ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ტრანსფერი არ შედგა. Le 10 Sport-ის ინფორმაციით, ჟირუს დამატებას ამჯერად ლაციო ცდილობს. იტალიელებმა ჩელსის უკვე გაუკეთეს შეთავაზება.

ფრანგს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ჟირუს შეუძლია, ლაციოსთან წინასწარი კონტრაქტი დადოს, ხოლო ზაფხულში იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

ოლივიე ჟირუმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ითამაშა, სადაც თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები