Thumbnail

PREVIEW | ტოტენჰემი ლაიპციგს 2 წამყვანი მოთამაშის გარეშე დაუპირისპირდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 20 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ტოტენჰემი V რბ ლაიპციგი
  • მოურინიო: 'ადრე სათადარიგოთა სკამზე არ მყავდა ფორვარდი, ახლა უკვე მოედანზეც აღარ მყავს'

ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემ ჰოთსპური ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის პირველ მატჩში ლაიპციგს უმასპინძლებს. სპურსი ცუდ დღეშია, გუნდს ბოლო 1 თვის მანძილზე 2 წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თან ისე, რომ ვერც სონი და ვერც კეინი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ.

ტრამვიანობა ლონდონში

"კეინის დამტვრევის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე არ მყავდა ფორვარდი, ახლა უკვე მოედანზეც აღარ მყავს," - ამბობდა ჟოზე მოურინიო გუშინდელი სიახლის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო შტაბმა დაადგინა, რომ სამხრეთკორეელი ტოტენჰემს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

იანვრიდან მოყოლებული ტრამვირებულია ასევე გუნდის კაპიტანი - ჰარი კეინი, რომელიც სონის მსგავსად, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. შემტევების გარდა, ტრავიმრებული არიან მუსა სისოკო და ახალგაზრდა მცველი ხუან ფოიტი.

ჰარი კეინის შემდეგ  გუნდმა სონიც დაკარგა

გამოსავალი - 18 წლის ირლანდიელი

"შემტევი არ მყავს, სატრანსფერო ფანჯარა დახურულია - ახალს ვერავის ვერ მოვიყვანთ... ამიტომ, ყველამ უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა ტროი პაროტმა იმედები გაამართლოს," - დაამატა ჟოზემ პრესკონფრენციაზე.

ტროი პაროტი 18 წლის ირლანდიელი ფორვარდია, რომელიც 2017 წლიდან ტოტენჰემის 18-წლამდელთა გუნდში თამაშობს. პაროტი პირველ გუნდში მოურინიომ დააწინაურა და დეკემბერში დებიუტის შემდეგ სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ცვლილებები ლაიპციგში

ტრავმიანობას არც ლაიპციგი უჩივის, გერმანელებს ძირითადად უკანა ხაზი მოთამაშეები აკლიათ. ხოლო გუნდის ცენტრალური მცველი, ფრანგი - დაიო უპამეკანო სპურსთან გასვლით მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

გუნდი იანვარში ბრაზილიელმა მატეუშ კუნიამ (ჰერტა) და გერმანელმა დიეგო დემემ (ნაპოლი) დატოვეს, ხოლო შემოსული თანხით, ლაიპციგმა ბარსელონას აღზრდილი და პროფესიონალად დინამო ზაგრებში ჩამოყალიბებული დანი ოლმო დაიმატა.

დანი ოლმოს წარდგენა ლაიპციგში

საინტერესო ფაქტები

⚽ ტოტენჰემი ლაიპციგს ისე ხვდება, რომ ბოლო 7 მატჩიდან არცერთი არ წაუგია.

⚽ სპურსმა პირველი გოლი ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრაში გაიტანა.

⚽ ლაიპციგი ევროტურნირებზე ინგლისურ გუნდს პირველად ეთამაშება.

⚽ დელე ალიმ ბოლო 4 გოლიდან, 3 მატჩების პირველ ტაიმში გაიტანა.

⚽ ლაიპციგის გასვლაზე გატანილი ბოლო 8 გოლიდან, 5 ტიმო ვერნერის ანგარიშზეა.

18 წლის პაროტის დებიუტი ტოტენჰემის რიგებში

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემ ჰოთსპური (3-4-3): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი - დაიერი, ვინკსი, ლუკასი, ალი, ბერგუინი, პაროტი.

ლაიპციგი (3-4-1-2): გულაჩი - კლოსტერმანი, ამპადუ, ჰალსტენბერგი - მუკიელე, ზაბიტცერი, ლაიმერი, ანხელინო -  ნკუნკუ - შიკი, ვერნერი.

კომენტარები

ბოლო ამბები