Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურის MVP გახდა.
  • ბასკონიას ქართველი კალათბურთელი უკვე მეორედ დაასახელეს ტურის საუკეთესო კალათბურთელად.
  • ვინ იყვნენ შენგელიას წინამორბედი ქართველები?

15 ქულა და 15 მოხსნა ხიმკისთან საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ტურის MVP გამხდარიყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (28) ჯერ ხიმკისთან მატჩში იყო საუკეთესო და იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს, შემდეგ კი ტურშიც ვერავინ გააუმჯობესა მისი მიღწევა. ასე გახდა შენგელია ტურის MVP სეზონში მეორედ.

► შენგელია ტურის MVP! ევროლიგამ თოკო სეზონში მეორედ გამოარჩია

► თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP გახდა

პირველად ეს მე-14 ტურში მოხდა, დეკემბრის ბოლოსკენ შენგელიას ბარსელონასთან 85:82 მოგებულ შეხვედრაში 24 ქულის ჩაგდებისთვის მიანიჭეს ტურის MVP-ის წოდება ცსკა-ს კორი ჰიგინსთან ერთად (31-31 მარგი ქმედების კოეფიციენტი. 

პირველი ქართველი MVP ევროლიგაში

კვირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის (MVP) პრიზის ისტორიაში 2000-01 წლების სეზონიდან იწყება. ასე რომ, ვლადიმერ სტეფანიას ნომინანტთა შორის ნუ მოვძებნით - სტეფანია სლოვენიური ოლიმპიაში 1996-1998 წლებში თამაშობდა. 

იმავე გუნდში უკვე 2001-05 წლებში თამაშობდა ვლადიმერ ბოისა, კალათბურთის ფედერაციის დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა ბოისა ევროლიგის ტურის MVP არ გამხდარა. 

2003/04 წლების რეგულარული სეზონის მე-14 ტურში ბოისამ ციბონასთან თამაშში 27 ქულა ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტიც მაღალი ჰქონდა - 30. მაგრამ ტურის MVP ვერ გახდა, რადგან მას ლიტველმა შარუნას იასიკევიჩიუსმა (მაკაბი) აჯობა - 32.

პირველი ქართველი ტურის MVP კი ზაზა ფაჩულია იყო. 2002-03 წლების სეზონში, ტოპ-16-ის მე-5 ტურში საუკეთესოდ ქართველი ცენტრი დაასახელეს. ზაზას ულკერმა პანათინაიკოსს 92:73 მოუგო და მან 26 ქულა, 8 მოხსნა, 3-3 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო - 36! მალე ფაჩულია NBA-ში აირჩიეს და ევროლიგას იგი მხოლოდ დროებით NBA-ს ლოკაუტის დროს დაუბრუნდა რამდენიმე თამაშით.

ცხრა წლის შემდეგ

ამის მერე ცდა 9 წელი მოგვიწია - 2011-12 წლების სეზონის ტოპ-16-ის მე-6 ტურში საუკეთესო მანუჩარ მარკოიშვილი გახდა. მაშინ იტალიური კანტუს მსროლელმა ჟალგირისს 32 ქულა ჩაუგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო. ასე გახდა მარკოიშვილი მეორე ქართველი კალათბურთელი, ვინც ტურის MVP-დ დაასახელეს.

შენგელიას სუპერსეზონი

ამის შემდეგ ცდა კიდევ 5,5 წელი მოგვიწია. ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდმა, როგორც ევროპულ მედიაში, შენგელიას უწოდებენ, უკვე ორჯერ მოახერხა MVP ტიტულის მოპოვება. 

ქართველი MVP-ები

2003 წ. ფაჩულია - 36

2012 წ. მარკოიშვილი - 35

2017 წ. შენგელია - 31

2018 წ. შენგელია - 28

კალათბურთელები, რომელთაც ყველაზე მეტჯერ აქვთ მოპოვებული MVP

12 - ნანდო დე კოლო (საფრანგეთი)

10 - მირსად თურჯანი (თურქეთი)

8 - იოანის ბურუსისი (საბერძნეთი)

7 - ვასილის სპანულისი (საბერძნეთი)

7 - რუდი ფერნანდესი (ესპანეთი)

7 - ენტონი პარკერი (აშშ)

7 - ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) 

კომენტარები

ბოლო ამბები