Thumbnail

'ვფიქრობ, გაცილებით მეტი შემიძლია' - ჰაალანდი პსჟ-სთან საუკეთესოდ დაასახელეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ერლინგ ჰაალანდი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
  • თომას ტუხელი დორტმუნდის გმირზე

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის პირველ მატჩში დორტმუნდმა პსჟ-ს 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული კლუბის რიგებში ერლინგ ჰაალანდის დებიუტი შედგა, რომელიც 19 წლის ნორვეგიელმა ტრიუმფით აღნიშნა, ფრანგული გრანდის კარში დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დაიმსახურა.

ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი): "ძალიან გახარებული ვარ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია - გაცილებით მეტი.

აუცილებელია ამ დონის მატჩებში უკეთ თამაში, უნდა ბევრი ვიშრომო, რომ კიდევ მოვუმატო. რაც შეეხება, შედეგს - ძალიან სახიფათო ანგარიშია. პსჟ-ს უძლიერესი გუნდი ჰყავს. მათ შეუძლიათ, საპასუხო მატჩში ყველაფრის შეცვლა და შემდეგ ეტაპზე გასვლა".

თომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): "ჰაალანდი ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ის გოლზეა დაგეშილი. ვფიქრობ, რომ მას კიდევ კარგად გავუმკლავდით".

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ატალანტა
  • ვალენსია

კომენტარები

ბოლო ამბები