Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი დორტმუნდსა და მადრიდში დაიწყო. "სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდის ბორუსიამ პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ამ დაპირისპირებაში ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს პარიზში გაიმართება.

მატჩის გმირი 19 წლის ნორვეგიელი ცენტრფორვარდი ერლინგ ჰაალანდი გახდა, რომელმაც კეილორ ნავასის კარში დუბლი შეასრულა, ჰაალანდს დორტმუნდის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.

📺 1:0 ჰაალანდი 69'

ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც გერეიროს დარტყმული ჰაალანდს მცველისგან მიუვიდა, ნორვეგიელი არ დაბნეულა, თამაშგარე მდგომარეობა არ იყო

📺 1:1 ნეიმარი 75'

ეს გოლი კილიან მბაპეს დამსახურებაა, რომლის შესვლის შემდეგ ნეიმარს მხოლოდ კარში ზუსტად დარტყმაღა ევალებოდა.

📺 ჰაალანდი 77'

ორ წუთში ბორუსია წინ გავიდა, ამერიკელი რეინას პასის შემდეგ ჰაალანდმა ცაციით სუპერგოლი გაიტანა ნავასის კარში.

საინტერესო ფაქტები

პირველი გოლი კეილორ ნავასის კარში

⚽ ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ბორუსიას ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც გაიტანა ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩებში.

⚽ ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 34-ე გოლი გაიტანა.

⚽ ჰაალანდი 10 გოლით ლიგის ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის დაეწია.

⚽ ჰაალანდი პირველი ფეხბურთელია, ვინც ლიგის ერთ სეზონში ორი გუნდის მაისურით გაიტანა - 8 ზალცბურგი, 2 დორტმუნდი.

დორტმუნდი 2:1 პარი სენ-ჟერმენი

გოლები: 1:0 ჰაალანდი (69), 1:1 ნეიმარი (75), 2:1 ჰაალანდი (77)

დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, ზაგადუ - ჰაკიმი, ჯანი, ვიტსელი, გერეირო - სანჩო (90. შმელცერი), ტ. აზარი (67. რეინა) - ჰაალანდი

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - მონიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი, მარკინიოსი, გიე - დი მარია (77. სარაბია), მბაპე, ნეიმარი 

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ატალანტა
  • ვალენსია

კომენტარები

ბოლო ამბები