Thumbnail

ატლეტიკომ საულის გოლით ლივერპული დაამარცხა! სიმეონე ენფილდზე ბრძოლას ელის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ატლეტიკო 1:0 ლივერპული
  • 1:0 - საული (4)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის პირველ მატჩში, მადრიდის ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე ლივერპულს უმასპინძლა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ატლეტიკოს ესპანელმა ლიდერმა - საულ ნიგესმა გაიტნა, რომელმაც მერსისაიდელების საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა!

4' - საულის გოლი

67-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა ატლეტიკოს და ესპანეთის ნაკრების ფორვარდს - ალვარო მორატას, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა და თან ამ ეპიზოდში მცირედი ტრავმა მიიღო. 

ასევე ალისონის კარისკენ კარგად დაარტყა რენან ლოიდმა, თუმცა ბრაზილიელის დარტყმა თანამემამულის კარს ასცდა. განმეორებითი მატჩს ენფილიდ 12 მარტს უმასპინძლებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ 5 - მხოლოდ ანტუან გრიზმანს აქვს ატლეტიკოს ფორმით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში იგივე გოლების რაოდენობა რამდენიც საულს.

⚽ ლივერპულმა ვანდა მეტროპოლიტანოზე ბოლო მატჩი შარშან ჩაატარა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც კლოპის გუნდმა ტოტენჰემ ჰოთსპური დაამარცხა.

შემადგენლობები

მადრიდის ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვლასკო, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი - კოკე, საული, თომასი, ლემარი (იორეტე - 46), კორეა (კოსტა - 70), მორატა (ვიტოლო - 70).

ლივეპრული (4-3-3): ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი (მილნერი - 80), ფაბინიო, ვაინალდუმი, სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 76), მანე (ორიგი - 46), ფირმინო.

კომენტარები

ბოლო ამბები