Thumbnail

'მეტი რაღა უნდა მოხდეს?' - კეინის მსგავსად სეზონი სონისთვისაც დასრულდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მოურინიო ცუდ ხასიათზეა
  • სონს ასტონ ვილასთან მიღებული ტრავმა გაურთულდა...

სონმა კვირას ასტონ ვილასთან მატჩში დუბლი გაიტანა, თუმცა მატჩის მსვლელობისას სამხრეთ კორეელმა ხელი დაიზიანა.

როგორც აღმოჩნდა, სონს დაზიანება გაურთულდა და დღეს მოურინიომ განაცხადა, რომ კორეელისთვის ჰარი კეინის მსგავსად სეზონი დასრულდა...

"თუ 2-3 თამაშის ჩატარებას მოასწრებს, ესეც დიდი სასწაული იქნება. მეტი რა უნდა მოხდეს? კეინის მსგავსად სონიც ამოვარდა ჩვენი გეგმებიდან - ორი წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ"

მოურინიოს მწუხარე ხასიათი, ტვიტერზე სპურსის ყოფილმა ფორვარდმა - პიტერ კრაუჩმა გაამხიარულა "მე მზად ვარ ჟოზე" - დაწერა კრაუჩმა.

კომენტარები

ბოლო ამბები